საზოგადოება
სტიქიის შემდეგ დაბა ხარაგაულის მოსახლეობას სასმელი წყალი ცისტერნებით მიეწოდება
სტიქიის შემდეგ, წყლის ცენტრალური მაგისტრალის დაზიანების გამო, დაბა ხარაგაულის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. 

გაერთანებული წყალმომარაგების კომპანია წყლის მიწოდებას სპეციალური ცისტერნებით უზრუნველყოფს. მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე პატარა ხარაგაულში ალტერნატიული სატუმბი სადგური არ მოეწყობა, რასაც, სავარაუდოდ, ერთი კვირა დასჭირდება. 

როგორც წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვისცენტრში აცხადებენ, სატუმბი სადგურის გამართვის შემდეგ, ხარაგაულის მოსახლეობა წყალს გრაფიკით, დილით და საღამოს მიიღებს. 

რაც შეეხება ცენტრალურ მაგისტრალს, რომელიც სოფელ ლეღვანიდან მოდის და სტიქიის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა, ამჟამად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. კომპანიაში ჯერ მაგისტრალის აღდგენის სავარაუდო დროს ვერ ასახელებენ. 

ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ამ ეტაპზე დაახლოებით ერთ მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა შესაძლოა ეს რიცხვი გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა დააზარალა ხარაგაულის სოფლები მარელისი, ლეღვანი და დიდვაკე. წაღებულია გზები და ჩანგრეულია ხიდები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.

ფოტო: ხარაგაულის მერია


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთათელ-გაენათელი მეუფე კალისტრატე დღეს, 20 ივნისს,
11:36 / 20.06.2019
ქუთათელ-გაენათელი მეუფე კალისტრატე დღეს, 20 ივნისს,
ობჩისა და როდინაულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება.
18:03 / 19.06.2019
ობჩისა და როდინაულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება.
ზესტაფონისა და ბაღდათის სოფლების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია
დაიწყება.
17:59 / 19.06.2019
ზესტაფონისა და ბაღდათის სოფლების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყება.
არასამთავრობო ორგანიზაცია
17:20 / 19.06.2019
არასამთავრობო ორგანიზაცია "თაობათა დიალოგმა" პროექტი წარადგინა, რომელიც
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივნისი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
თბილისი 19 - 32 °C
img
ქუთაისი 20 - 34 °C
img
ბათუმი 22 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
08:26 / 18.06.2019
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის პროექტირებაზე ტენდერი კვლავ გამოცხადდება
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობის პროექტირებაზე
17:36 / 28.05.2019
ვარციხის სკოლის პედაგოგი პროექტის „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულია
ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა მარღანია პროექტის,
13:35 / 28.05.2019
"საქართველო არასოდეს შეეგუება რუსულ ოკუპაციას" - ქუთაისელი ოფიცრის გზავნილი აშშ-დან
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის მერიისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,
15:48 / 05.06.2019