საზოგადოება
"დასაქმებულ მუშებს ხელფასები არ გადაუხადეს" - ქუთაისში ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაცია შეჩერდა
"აქ დასაქმებულ მუშებს ხელფასები არ გადაუხადეს და ბუნებრივია, ისინი არ მოდიან სამუშაოდ აბსოლუტურად სამართლიანად." - ეს განცხადება ქუთაისში, ტაბიძს ქუჩაზე სარებილიტაციო სამუშაოების შესახებ სოციალურ ქსელშ მომხმარებელმა ანა ჭეიშვილმა გამოაქვეყნა. მისივე ინფორმაციით, შეჩერებული სამუშაოები მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. გზაზე გადაადგილოება შეუძლებელია. 

"ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოები შეჩერებულია. აქ დასაქმებულ მუშებს ხელფასები არ გადაუხადეს და ბუნებრივია, ისინი არ მოდიან სამუშაოდ აბსოლუტურად სამართლიანად. დღეს ძლიერი ქარის პირობებში მთელი ქალაქის ქუჩების ნაგავი თავზე გვაყრია. სახლებშიც ისეთივე სიბინძურეა, როგორც გარეთ. ეტყობა, მაღალი ჯიპებიდან და გრილი კაბინეტებიდან ანტისანიტარიას ვერ გრძნობთ, რომელიც, სხვათაშორის, თავად გამოიწვიეთ. მუშებს გადაუხადეთ ხელფასები და დააბრუნეთ სამუშაო ადგილებზე. ხვალ ისედაც შემომაქვს საჩივარი",-წერს ანა ჭეიშვილი. 

ქუთაისის მერიის ინფრატსრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ პრობლემა ტენდერში გამარჯვებულ და კონტრაქტორ კომპანიას შორის შეიქმნა, რამაც სამუშაოების შეფერხება გამოიწვია. სამსახურის უფროსის, ბექა ყურაშვილის თქმით, პრობლემის მოგვარებაში მერია ჩართულია. 


"ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოებს ასრულებს შპს "ჯეო სერვისი", რომელსაც დაქირავებული ყავს კონტრაქტორი ფირმა. კონტრაქტორი ფირმა აღნიშნულ ქუჩაზე აწარმოებდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ამ ორ კომპანიას შორის წარმოიშვა გაურკვევლობა, თუმცა საკითხების გარკვევაში ჩართულია ქალაქის მერია და უახლოეს პერიოდში გადაწყდება პრობლემა. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს სამუშაოები. არსებობს მოსაზრებები, თითქოს და ქალაქის მერიამ არ გადაიხადა თანხა და ამიტომ შეჩერდა მუშაობა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს."- განაცხადა ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ბექა ყურაშვილმა.

შეგახსნებთ, ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "ჯეო სერვისი" ახორციელებს. მან მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში 1 077 306 ლარად გაიმარჯვა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
20:40 / 20.06.2019
"ჩვენი ნებით ნუ ვიქნებით რუსეთის გუბერნიად",
ტელეკომპანია
18:08 / 20.06.2019
ტელეკომპანია "მეგა ტვ"-ის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და მძღოლს
ქუთათელ-გაენათელი მეუფე კალისტრატე დღეს, 20 ივნისს,
11:36 / 20.06.2019
ქუთათელ-გაენათელი მეუფე კალისტრატე დღეს, 20 ივნისს,
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივნისი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
თბილისი 19 - 32 °C
img
ქუთაისი 20 - 34 °C
img
ბათუმი 22 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
08:26 / 18.06.2019
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის პროექტირებაზე ტენდერი კვლავ გამოცხადდება
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობის პროექტირებაზე
17:36 / 28.05.2019
ვარციხის სკოლის პედაგოგი პროექტის „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულია
ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა მარღანია პროექტის,
13:35 / 28.05.2019
"საქართველო არასოდეს შეეგუება რუსულ ოკუპაციას" - ქუთაისელი ოფიცრის გზავნილი აშშ-დან
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის მერიისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,
15:48 / 05.06.2019