ხარაგაულში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

დილიდან ანეულაში ზვარე-მოლითი-წიფას დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის აღდგენითი სამუშაოები განახლდა. 

ქვა-ღორღისგან და შლამისგან უკვე გაიწმინდა სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ საბეს ცენტრალური და საუბნო გზები.

ხარაგაულში 7 და 12 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე სოფელს სერიოზული ზიანი მიადგა.

სტიქ​იის შედეგად მიყენებულმა ზარალმა საერთო ჯამში 4 მილიონ ლარს გადააჭარბა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *