საზოგადოება
ავტომშენებლის ქუჩაზე ხანძრით დაზარებულებს მერია დროებით საცხოვრებლად სასტუმროში გადაიყვანს
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, გაჩენილი ხანძრით დაზარალებული ოჯახები ქუთაისის მერმა მოინახულა. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. იმ ოჯახებს კი რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, ქალაქის მერია დროებით საცხოვრებლად სასტუმროში გადაიყვანს.

შეგახსენებთ, რომ ავტომშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთ კორპუსში აფეთქების ხმა გამთენიისას გაისმა. 30-მდე მეხანძრე-მაშველმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია პირველივე წუთებში განახორციელა. ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ხანძრის ქრობის პროცესში, ცოცხალ ძალასთან ერთად, 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული.

მომხდარის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.


შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. 


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სოფელ არგვეთაში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო.
14:29 / 14.12.2019
სოფელ არგვეთაში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო.
ხარაგაულში ფარცხნალზე გადაღებული ფილმის პრემიერა გაიმართა.
14:18 / 14.12.2019
ხარაგაულში ფარცხნალზე გადაღებული ფილმის პრემიერა გაიმართა.
13:50 / 14.12.2019
"ისარგებლებს გარკვეული შეღავათებით,"-ამის შესახებ
«« დეკემბერი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 1 - 10 °C
img
ქუთაისი 8 - 17 °C
img
ბათუმი 12 - 17 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას
პატარა ქუთაისელი მუსიკოსი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში
17:48 / 26.11.2019
,,ეს განსაკუთრებული სკოლაა, საინტერესო ისტორიით" - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისის მე-17 სკოლას ეწვია
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ
11:36 / 06.12.2019
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება.
17:45 / 26.11.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019