ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, გაჩენილი ხანძრით დაზარალებული ოჯახები ქუთაისის

მერმა მოინახულა. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. იმ ოჯახებს კი რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, ქალაქის მერია დროებით საცხოვრებლად სასტუმროში გადაიყვანს.

შეგახსენებთ, რომ ავტომშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთ კორპუსში აფეთქების ხმა გამთენიისას გაისმა. 30-მდე მეხანძრე-მაშველმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია პირველივე წუთებში განახორციელა. ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ხანძრის ქრობის პროცესში, ცოცხალ ძალასთან ერთად, 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული.

მომხდარის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *