გოგი წულაია ქუთაისში, რუსთაველისა და სხირტლაძის ქუჩების

კვეთაზე წყალქცევას აპროტესტებს. წულაია ამბობს, რომ სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით უხარისხოდ კეთდება.

“ჩემი ინფორმაციით, წყალმომარაგებაში 110 მილიონია გადაყრილი. მთელი ქალაქი საშინელ მდგომარეობაშია. ვფიქრობ, ქუთაისს საერთოდ უწყლოდ დატოვებენ. ხელისუფლება თურქულ კომპანიას ფულს ტყუილად უხდის. ხელისუფლებაში არ იციან, რა ტანჯვითაა ნაშოვნი ის ფული, რომელსაც ხარჯავს,”-ამბობს წულაია.

“წაგვიღო წყალმა. ასეთი ამბავი არასდროს ყოფილა. გააკეთებენ და ერთი თვის მერე კვლავ დაზიანებულია,”-ამბობს ადგილობრივი ნათელა ყურაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *