საზოგადოება
„სახიფათოა“-თეთრ ხიდზე გამაფრთხილებელი სტიკერები დააკრეს
თეთრ ხიდზე მინა კვლავ დაზიანდა. არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს წევრებმა მასზე გამაფრთხილებელი სტიკერები დააკრეს. "სახიფათოა", "ფრთხილად, ადგილობრივ ხელისუფლებაში სულელები არიან!"-სტიკერებზე მსგავსი შინაარსის წარწერებია დატანილი. ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ მოქალაქეები, რომელთაც ხიდზე გადაადგილება უწევთ, ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ არიან.

"მოქალაქეებს ვაფრთხილებთ, რომ ხიდზე გადაადგილება საფრთხის შემცველია. მსგავსი შემთხვევა ხიდზე ადრეც დაფიქსირდა. ხელისუფლებას უნდა ეზრუნა მინის ნაწილის შემოღობვაზე. მინის გარდა, დაზიანებულია ლითონის ფურცლებიც. ეს არის უპასუხისმგებლობის ზეიმი,"-აცხადებს ორგანიზაციის წევრი, გია გოქაძე.

გოქაძე მიიჩნევს, რომ ხიდზე მინის ნაწილი უნდა შეიცვალოს. მისივე განმარტებით, ქუთაისის მერის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და მასზე საკრებულომ უნდა იმსჯელოს. 

შეგახსენებთ, რომ თეთრი ხიდზე მინა გასულ თვეებში ერთხელ უკვე დაზიანდა. მაშინ ადგილობრივ თვითმმართველობაში განაცხადეს, რომ აღნიშნულის მიზეზი ხიდზე "მოხტუნავე" ბავშვები გახდა.

"ევროპა ჩვენი სახლია" მსგავს აქციას მეორედ მართავს. ორგანიზაციის წევრებსა და მერიის ზედამხედველობის სამსახურს შორის სტიკერების გაკვრის გამო სასამართლო დავაც მიმდინარეობდა.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე მოსკოვის თეატრის
20:09 / 19.10.2019
მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე მოსკოვის თეატრის
მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე მოსკოვის თეატრის
20:09 / 19.10.2019
მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე მოსკოვის თეატრის
ქუთაისში მოსკოვის თეატრის ჩამოსვლაზე კომენტარი მესხიშვილის
13:44 / 19.10.2019
ქუთაისში მოსკოვის თეატრის ჩამოსვლაზე კომენტარი მესხიშვილის
ქუთაისში მოსკოვის თეატრის ჩამოსვლაზე კომენტარი მესხიშვილის
13:44 / 19.10.2019
ქუთაისში მოსკოვის თეატრის ჩამოსვლაზე კომენტარი მესხიშვილის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 11 - 20 °C
img
ქუთაისი 12 - 25 °C
img
ბათუმი 17 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, ,,ავანგარდის დასახლებაში", სკვერი მოეწყობა
ქუთაისში ე.წ. ,,ავანგარდის დასახლებაში" სკვერი მოეწყობა. ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
16:45 / 10.10.2019
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია.
17:11 / 02.10.2019
სამტრედიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინა.
10:47 / 27.09.2019
15 წლის ქუთაისელი მოსწავლის "ნასაში" მიღებული გამოცდილება
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესის" 15 წლის
16:44 / 27.09.2019
"სოლიდარობას ვუცხადებ მეშახტეებს"-აქციაზე ტყიბულის მერი და მერიის თანამშრომლები მივიდნენ
მეშახტეების საპროტესტო აქციას ტყიბულის მერი და მერიის თანამშრომლები შეუერთდნენ.
12:55 / 25.09.2019