თეთრ ხიდზე მინა კვლავ დაზიანდა. არასამთავრობო

ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია”-ს წევრებმა მასზე გამაფრთხილებელი სტიკერები დააკრეს. “სახიფათოა”, “ფრთხილად, ადგილობრივ ხელისუფლებაში სულელები არიან!”-სტიკერებზე მსგავსი შინაარსის წარწერებია დატანილი. ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ მოქალაქეები, რომელთაც ხიდზე გადაადგილება უწევთ, ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ არიან.

“მოქალაქეებს ვაფრთხილებთ, რომ ხიდზე გადაადგილება საფრთხის შემცველია. მსგავსი შემთხვევა ხიდზე ადრეც დაფიქსირდა. ხელისუფლებას უნდა ეზრუნა მინის ნაწილის შემოღობვაზე. მინის გარდა, დაზიანებულია ლითონის ფურცლებიც. ეს არის უპასუხისმგებლობის ზეიმი,”-აცხადებს ორგანიზაციის წევრი, გია გოქაძე.

გოქაძე მიიჩნევს, რომ ხიდზე მინის ნაწილი უნდა შეიცვალოს. მისივე განმარტებით, ქუთაისის მერის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და მასზე საკრებულომ უნდა იმსჯელოს. 

შეგახსენებთ, რომ თეთრი ხიდზე მინა გასულ თვეებში ერთხელ უკვე დაზიანდა. მაშინ ადგილობრივ თვითმმართველობაში განაცხადეს, რომ აღნიშნულის მიზეზი ხიდზე “მოხტუნავე” ბავშვები გახდა.

“ევროპა ჩვენი სახლია” მსგავს აქციას მეორედ მართავს. ორგანიზაციის წევრებსა და მერიის ზედამხედველობის სამსახურს შორის სტიკერების გაკვრის გამო სასამართლო დავაც მიმდინარეობდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *