"ნუ იქნები ოკუპანტის მონა"-კიდევ ერთი საპროტესტო აქცია ქუთაისში
"ჩვენი ნებით ნუ ვიქნებით რუსეთის გუბერნიად", "ნუ იქნები ოკუპანტის მონა" - ქუთაისში საქართველოში რუსი პარლამენტარების ვიზიტი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. ამჯერად აქციის მონაწილეები მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ.

"ქუთაისი აპროტესტებს რუსეთის ოკუპაციას. ჩვენ დღეს თავისუფალ საქართველოში გვიწევს დავიცვათ საკუთარი ქვეყანა. ჩვენ თითოეულმა ქართველმა დავინახეთ პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე მოკალთებული რუსეთის დუმის წევრი. ამას უნდა ვუთხრათ არა. ქუთაისი ყოველთვის გააპროტესტებს რუსულ ოკუპაციას," - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობაც მოაწყვეს.
| Print |