ქუთაისში მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ამ ფორმით მათ სოლიდარობა

გამოუცხადეს თბილისში აქციაზე დაშავებულ კოლეგებს. აქციის მონაწილეების თქმით, დაუშვებელია ხელისუფლება მედიის თავისუფლებაზე საუბრობდეს და ამავდროულად რეზინის ტყვიებს ესროდეს. 

“ამ დროის მონაცემებით მედიის 31 წარმომადგენელია დაშავებული. პარლამენტი რომ არ გადაეტანათ ქუთაისიდან დღეს ჩვენი კოლეგების ადგილას ჩვენ ვიქნებოდით. გუშინ მიმზანმიმართული ნადირობა ხდებოდა მედიის წარმომადგენლებზე. ვგრძნობდით, რომ დამიზნებით ესროდნენ ტყვიებს.”- განაცხადა ჟურნალისტმა ეკა ფხაკაძემ.

ჟურნალისტ ხვიჩა ვაშაყმაძის თქმით, 20 ივნისის ღამით მომხდარი ამბით “ქართულმა ოცნებამ” სისხლიან ცხრა წელზე საუბარი დაასრულა და ახლა ისტორიაში სისხლიანი 7 წელი ჩაიწერება.

“ჩვენ გვინდა ცენტრალურ ხელისუფლებას ქუთაისიდან მივაწვდინოთ ხმა, რომ გუშინ ისინი იქცეოდნენ როგორც დამნაშავეები. მათ ხელი აიღეს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამას დაემატა ისიც, რომ ხელისუფლება , რომელიც საუბრობს სიტყვის თავისუფლებაზე, ისინი ესროდნენ ჟურნალისტებს. უამრავი ჟურნალისტია დაშავებული. ამისათვის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს. 7 წელი დაფიქსირდა როგორც სისხლიანი 7 წელი და 9 წელზე ამით საუბარი დასრულდა”.- განაცხადა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია მედიის 31 წარმომადგენელი, რომლებმაც 21 ივნისს აქციის დარბევის დროს დაზიანება მიიღო. მათ შორის არიან “სსაზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის, “როიტერის” , “ტვ პირველის”, საინფორმაციო სააგენტო “ონ.ჯი”-სა და “ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *