შინაგან საქმეთ მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას საპროტესტო

სიგნალებით მოითხოვენ. აქციის მონაწილეები თბილიში 14:00 საათზე სამინისტროს შენობისკენ ავტოკოლონებით გაემართებიან და სიგნალებით გამოხატავენ პროტესტს. აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.

“დღეს! და ყოველდღე, სანამ პროტესტია! 14:00-ზე, 1 წუთით ყველამ გავაჩეროთ მანქანა, დავასიგნალოთ და გავაგონოთ მთავრობას ჩვენი ხმა ! არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქალაქში, რომელ სოფელში ან ქუჩაზე ხართ, გამოთქვით საკუთარი პროტესტი ყველგან, სადაც შეძლებთ. იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ რაიმე ტიპის გართულება, გთხოვთ, დაუთმეთ გზა სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციის მანქანებს.”- აცხადბენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის მოთხოვნები უცვლელია: დაუყონებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული აქციის მონაწილეები; დატოვოს დაკავებული თანამდებობა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ; 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში 20 ივნისს რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა.

ასამბლეის სესიამ სხდომის გაგრძელება შესვენების გამოცხადების შემდეგ ვეღარ შეძლო. პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ ასამბელის გახსნა გააპროტესტეს, პარლამენტის სპიკერატი შესვენების დროს დაიკავეს და განაცხადეს, რომ გავრილოვისა და რუსი დეპუტატების პარლამენტის სასესიო დარბაზში ყოფნას არ დაუშვებდნენ.

ამავე დღეს თბილისში გამართული აქცია გვიან ღამით დაარბიეს. რა დროსაც მოქალაქეემა და ჟურნალისტებმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს.

აქციები თბილისსა და რეგიონებში 20 ივნისს შემდეგ იმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *