“მადლობა, რომ ჩემი 7-წლიანი ოცნება აასრულეთ, მაგრამ მინდა,

რომ სკეიტ პარკი გააუქმოთ,”- ამბობს მოძრაობა “ქუთაისს ეღირსა სკეიტ პარკი” წევრი ნინი წიქორიძე, რომელიც ქუთაისის მერიის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა.

“სკეიტ პარკში ინფრასტრუქტურა უკვე დაზიანებულია. გვინდოდა, რომ პარკში ღონისძიებები დაგვეტარებინა და ჩვენი თავშესყრის ადგილი ყოფილიყო, მაგრამ პარკში ახლა ქუჩური გარჩევები ეწყობა, ნაგავს ყრიან და სვამენ. ადგილზე ხშირად ვიძახებთ საპატრულო პოლიციას,”-ამბობს ნინი წიქორიძე.

წიქორიძე აცხადებს, რომ არსებული მდგომარეობა იციან მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ადმინისტრაციაში, სადაც სკეიტ პარკის გაუქმებაზე თანხმობას აცხადებენ.

პარკის მოსაწყობად 200 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *