ბუხაიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი

დეპუტატი ირაკლი შენგელია ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრებს მართავს. მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება და რეაბილიტაციის შემდეგ გამარჯვების მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები მოწესრიგებულ საფეხმავლო ბილიკებსა და საავტოობილო სავალ ნაწილს, ასევე გამართულ სანიაღვრე სისტემას მიიღებენ.

“აუცილებელია მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია პროექტის დეტალებთან დაკავშორებით. უკვე სამი შეხვედრა გავმართე და გეგმაშია კვლავ შეხვედრების ჩატარება. ადგილობრივებს უნდა ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია როგორც მათ ქუჩაზე, ასევე ქალაქის მასშტაბით მიმდინარე პროცესების შესახებ. ის პროექტები, რომლებიც დღეს ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს არის მნიშვნელოვანი” – ამბობს ირაკლი შენგელია. 

ბუხაიძის ქუჩის რეაბილიტაციის პროეტი, რომელიც მაისის შუა რიცხვეში დაიწყო საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება. მისი ღირებულება 1 მლნ 700 ათას ლარამდეა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *