ქუთაისის აეროპორტში მე-2 მემილიონე მგზავრს დახვდნენ.

38 წლის გერმანიის მოქალაქე, ანა ჰეინცმა დორტმუნდიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იმგზავრა. 

მე-2 მილიონე მგზავრს 200 ევროს ღირებულების ვაუჩერი გადაეცა, რომლის საშუალებითაც მას შესაძლებლობა ექნება ევროპის 44 ქვეყნის 146 აეროპორტის 600-ზე მეტი შემოთავაზებული მიმართულებიდან ნებისმიერით ისარგებლოს.

ანა ჰეინცსა და იღბლიანი რეისის სხვა მგზავრებს, რომელზეც ძირითადად უცხოელი ვიზიტორები იმყოფებოდნენ, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ” სიმბოლური საჩუქრები ქართული ღვინო და ქართული წარმოების ,,ჩიკორის” ჩირი დაურიგა. 

ფოტო: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *