ქუთაისში შვიდ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს ფასადების

რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოებს მერია 350 000 ლარით დააფინანსებს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭავჭავაძის გამზირზე N 2-ში, N 24-ში, N 26-ში, N 28-ში, N 37-ში, გუგუნავას ქუჩაზე N 2-ში და ნიკეას ქუჩის N 1/5-ში მდებარე სახლების ფასადებს.

სამუშაოები, რომლებსაც შპს “ლამოდერნა” და ” ტუკა” ახორციელებს, ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება.

საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტშიც, ტაბიძის ქუჩაზე, N 15, N 17 და N 19 საცხოვრებელი მრავალსართულიანი კორპუსებში. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 84 848 ლარით ფინანსდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *