ქუთაისელმა მხატვარმა ლია უკლებამ მორიგი საპროტესტო

ნამუშევარი შექმნა – “სამაია” კაცების შესრულებით. უკლება ნამუშევრით ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელის, ნინო სუხიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ “ქართული ცეკვა კაცურია”, ჰომოსექსუალი კი აქამდე სუხიშვილების ანსამბლში არ ჰყოლია.

“ქართული ცეკვა ეკუთვნის ხალხს. არ აქვს მნიშვნელობა მის რელიგიურ შეხედულებებს, პოლიტიკურ გემოვნებასა თუ იდენტობას. ქ-ბ ნინოს განცხადება დამამცირებელია არა მხოლოდ თემის წევრებისთვის, არამედ ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდებოდა პროტესტი, ვისთვისაც თავისუფლება მნიშვნელოვანია. სწორედ ამ საფუძველზე შეიქმნა “სამაია”. ჩვენ ყველამ ვიცით სუხიშვილების წვლილის შესახებ ქართული ცეკვის განვითარების საქმეში. ეს საკუთარი ქვეყნის სიყვარულისა და უზარმაზარი შრომის გარეშე არ ხდება, თუმცა ეს არავის ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან,”-ამბობს უკლება.

ნინო სუხიშვილის განცხადებას წინ უძღოდა ფილმის “და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორის, ლევან აკინის The Guardian-სთვის ნათქვამი სიტყვები, რომ ანსამბლ “სუხიშვილების” ხელმძღვანელმა ფილმს პრობლემები შეუქმნა, ფილმიდან მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ვეღარასოდეს იცეკვებდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *