C ჰეპატიტის, აივ ინფექციის და ტუბერკულოზის ინტეგრირებული

სკრინინგის ჩატარება საქართველოს 7 რეგიონში გახდა შესაძლებელი. სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, კახეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების მოსახლეობას სკრინინგის ჩატარება უფასოდ შეუძლიათ. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოაგდილემ თამარ გაბუნიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, პროექტი პირველად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2018 წელს დაიწყო, წელს უკვე აღნიშნულ პროექტში დამატებით 6 რეგიონი ჩაერთო. ინოვაციური მიდგომის დანერგვის შედეგად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჩ ჰეპატიტზე ტესტირებულ პირთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და ამ დროისთვის მოცულია 163 000-ზე მეტი პირი, ხოლო აჭარის რეგიონში -144 000-ზე მეტი პირი.

საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია, როგორც დამატებითი გამოკვლევები, ასევე სამივე დაავადების მკურნალობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *