პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონამდე მისასვლელად

60 კმ-ის ნაცვლად 9 კმ-ის გავლა იქნება საჭირო.

ხონის მუნიციპალიტეტში, ძეძილეთი-გორდი-ნოღის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და მდინარე ცხენისწყალზე და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა მიმდინარეობს.

ამ დროისთვის მდ. მეჭიაზე ახალი სახიდე გადასასვლელი შენდება, ეწყობა კიუვეტები, გაბიონები და საყრდენი კედლები. აღნიშნული გზით ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები უმოკლესი მანძილით დაუკავშირდება ერთმანეთს.

პროექტის ღირებულება 16 541 661 ლარია.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *