საზოგადოება
,,ასსაფეხურიანი კიბე ჩაისმება იმ მარშრუტში, რომელიც ტურისტმა უნდა გაიაროს"- გიორგი ჭიღვარია
ქუთაისში, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციაზე ქუთაისის მერმა მრჩეველთა საბჭოში ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. მერის თქმით, რეაბილიტაციის დაწყებას ხელს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული ტერიტორია უქმნიდა, რომელიც პრივატიზებაში იყო.

,, ჩვენ თავიდანვე დავაანონსეთ ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია, თუმცა ამაზე ფიქრი არ შეგვიწყვეტია. იქ იყო ტერიტორია, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და ის იყო პროვატიზაციაში, ამიტომ ის პროექტი, რასაც ვფიქრობდით, ვეღარ განვახორციელეთ. ამიტომ თავიდან, ოფიციალურად ვყიდულობთ პროექტს და ასსაფეხურიანი კიბე ჩაისმება იმ მარშრუტში, რომელიც ტურისტმა უნდა გაიაროს."- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ასსაფეხურიანი კიბის რეაბიტაციისათვის პროექტის მოსამზადებლად ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, თუმცა 30 ივლისს სატენდერო წინადადებების მიღება დასრულდა და ტენდერში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია.

ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბე გასული საუკუნის 50_იანი წლების დასაწყისში აშენდა. კიბის პირველი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2011 წელს ჩატარდა და რეკონსტრუქცია "კომუნმშენპროეტის" მიერ შექმნილი გეგმის მიხედვით განხორციელდა. პროექტის მიხედვით კიბის დიზაინში მნიშვნელოვანი ცვლილება არ შესულა, მოხდა მოაჯირების, განათებისა და გამწვანების ზოლის განახლება.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა.
23:50 / 16.02.2020
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა.
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა.
23:50 / 16.02.2020
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა.
Aliexpress WW
«« თებერვალი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 1
ამინდი
თბილისი -2 - 5 °C
img
ქუთაისი 4 - 12 °C
img
ბათუმი 2 - 8 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
7 წლის ბაღდათელმა მოჭადრაკემ ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიგო
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ბაღდათელმა
13:06 / 12.02.2020
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, ახალი სკვერის მოწყობა სრულდება
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე
11:46 / 29.01.2020