ქუთაისის ცენტრალური ბაღის რეაბილიტაციისათვის პროექტის შერჩევა თავიდან მოხდება.

ამის შესახებ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. მერიამ გასულ თვეებში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა, სადაც მოქალაქეებს შეეძლოთ სასურველი დიზაინის შერჩევა, თუმცა მაშინ გამოცხადებული პროექტები საზოგადოებამ დაიწუნა.

,,თავიდან გამოვაცხადებთ პროექტს. დაიდება და ვნახოთ კიდევ ერთხელ. იმიტომ, რომ ცენტრალური ბაღი არის განსაკუთრებული არის განსაკუთრებული მნიშვნელობით. ბაღთან დაკავშირებით მინდა, რომ მოსახლეობა იყოს ჩართული. თვითმმართველობა უნდა ეცადოს, რომ მნიშვნელოვან საკითხებში მოსახლეობა ჰყავდეს ჩართული.”- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

შეგახსნებთ, ცენტრალური ბაღი სრულად რეაბილიტირდება. ერთ-ერთი ვერსიით ის მე-19 საუკუნის სტილში უნდა გაკეთდეს. უნდა შეიცვალოს ბეტონის დეკორატიული ფილები, განახლდეს  ძელსკამები, პარკში არსებული კაფე. ასევე იგეგმება პარკში შესასვლელის განახლება,  კოლონადებისა და ბორდიულების რეაბილიტაცია.  მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა და ა.შ. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *