საზოგადოება
ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის პროექტის შესადგენად ტენდერი თავიდან გამოცხადდა
ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის პროექტის შესადგენად ტენდერი თავიდან გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ისევ 15 ათასი ლარია. პირველად გამოცხადებულ ტენდერში, რომელშიც წინადადებების მიღება 30 ივლისს დასრულდა, მონაწილეობა არავინ მიიღო.

ქუთაისში, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციაზე ქუთაისის მერმა მრჩეველთა საბჭოში ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

,, ჩვენ თავიდანვე დავაანონსეთ ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია, თუმცა ამაზე ფიქრი არ შეგვიწყვეტია. იქ იყო ტერიტორია, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და ის იყო პროვატიზაციაში, ამიტომ ის პროექტი, რასაც ვფიქრობდით, ვეღარ განვახორციელეთ. ამიტომ თავიდან, ოფიციალურად ვყიდულობთ პროექტს და ასსაფეხურიანი კიბე ჩაისმება იმ მარშრუტში, რომელიც ტურისტმა უნდა გაიაროს."- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბე გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში აშენდა. კიბის პირველი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2011 წელს ჩატარდა და რეკონსტრუქცია "კომუნმშენპროეტის" მიერ შექმნილი გეგმის მიხედვით განხორციელდა. პროექტის მიხედვით კიბის დიზაინში მნიშვნელოვანი ცვლილება არ შესულა, მოხდა მოაჯირების, განათებისა და გამწვანების ზოლის განახლება.

ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისაათვის საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 9 აგვისტოს იწყება და 12 აგვისტოს მთავრდება.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
2019 წლის 10 მაისიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
19:45 / 23.08.2019
2019 წლის 10 მაისიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ვანის
19:35 / 23.08.2019
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ვანის
ავიაკომპანია 
19:01 / 23.08.2019
ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისის აეროპორტიდან კიდევ
ჭიათურაში გრაფიტის ფესტივალი გაიმართება. ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე
14:47 / 21.08.2019
ჭიათურაში გრაფიტის ფესტივალი გაიმართება. ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« აგვისტო  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
თბილისი 18 - 34 °C
img
ქუთაისი 19 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ
2020 წელს ქუთაისში კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებების რეაბილიტაცია იგეგმება.
19:28 / 30.07.2019
,,ასსაფეხურიანი კიბე ჩაისმება იმ მარშრუტში, რომელიც ტურისტმა უნდა გაიაროს"- გიორგი ჭიღვარია
ქუთაისში, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციაზე ქუთაისის მერმა მრჩეველთა
10:17 / 31.07.2019
საკრებულოში გია უკლებას ადგილს რომან ქვაჩაკიძე დაიკავებს
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
16:50 / 31.07.2019
,,ერთ კაპიკს ვერ დახარჯავ ისე, რომ არ იყოს ეს ნაჩვენები ოფიციალურად" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის ,,ტორპედოს" პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა კლუბში არსებულ ფინანსურ
18:51 / 26.07.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

17:09 / 21.08.2019