ბაღდათის მუნიციპალიტეტში 6 აგვისტოს მომხდარი ტრაგედიის გამო, "ზეკარობა 2019" აღარ გაიმართება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში 6 აგვისტოს მომხდარი ტრაგედიის გამო,
ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, 10 აგვისტოს დაგეგმილი
საერთო - სახალხო დღესასწაული "ზეკარობა 2019", ასევე 12 აგვისტოს
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღარ
გაიმართება.
"ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, ღრმა მწუხარებას
გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს,"-ნათქვამია მერიის
განცხადებაში.
ავტოავარიის შედეგად ბაღდათში ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა. 19 წლის
დათო ზივზივაძე ადგილზე დაიღუპა, ხოლო მარიამ მაჩიტაძე კი
საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები