ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რებილიტაციისათვის საპოექტო დოკუმენტაციის

შესადგენად გამოცხადებული ტენდერი მესამედ ჩავარდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ისევ 15 ათასი ლარი იყო.  სატენდერო წინადადებების მიღება 26 აგვისტოს დასრულდა. ისევე როგორც წინათ, ახლაც გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო.

ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბე გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში აშენდა. კიბის პირველი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2011 წელს ჩატარდა და რეკონსტრუქცია “კომუნმშენპროეტის” მიერ შექმნილი გეგმის მიხედვით განხორციელდა. პროექტის მიხედვით კიბის დიზაინში მნიშვნელოვანი ცვლილება არ შესულა, მოხდა მოაჯირების, განათებისა და გამწვანების ზოლის განახლება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *