ქუთაისის სკეიტ პარკის დაზიანებული ღობე განახლდა. აღნიშნულის შესახებ

მერიის საბინაო სამსახურის უფროსმა ჯონი არაბიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ინფრასტრუქტურის დაზიანება პარკის არამიზნობრივად გამოყენებამ გამოიწვია.

“სკეიტ პარკი მიმზიდველი იყო ადგილობრივებისათვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის. სამწუხაროდ, მისი ექსპლოატაცია სათანადო დონეზე ვერ განხორციელდა. დაზიანდა შემოღობვა, რადგან პარკში ველოსიპედებითა და მოტოციკლებით შედიან. წელს იძულებული გავხდით, დაზიანებული ღობე შეგვეკეთებინა,”-განაცხადა არაბიძემ.

სამუშაოებისათვის 12 500 ლარი დაიხარჯა. სკეიტ პარკის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 200 000 ლარი დაუჯდა.

პარკში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები პროტესტის მიზეზი რამდენჯერმე გახდა. 

ფოტო: “ქუთაისს ეღირსა სკეიტ პარკი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *