ქუთაისში სექტემბერში დაგეგმილი მასშტაბური მარშისთვის RICDOG-მა ბანაკები ჩაატარა.

უკვე მოეწყო 3 ბანაკი. “ჩვენ ვეძებთ ახალ ენერგიას” სტუდენტებისთვისა და სკოლის მოსწავლეებისთვის იყო გათვლილი და იგი კოლხეთის ეროვნულ პარკში ჩატარდა.

RICDOG-ის თავმჯდომარის თქმით, ბანაკების დასრულებისთანავე ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ კაპმანიის ფარგლებში მიმდინარე თამაშში “იაქტიურე კლიმატისთვის”.

“ბანაკებმა შესაძლებლობა მისცა ახალგაზრდებს კომპაქტურად და სრულად გაეგოთ თუ რას გულისხმობს 100% განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა. ასევე, როგორია მათი როლი ამ პროცესში, თუ რატომ მიმდინარეობს მთელს მსოფლიოში მოსწავლეთა გაფიცვები. ამავდროულად დეტალურად განვიხილეთ თუ როგორ შეუძლიათ თავად მათ საქართველოდან იყვნენ პროცესებში ჩვენთან ერთად აქტიურად ჩართულები. მიხარია, რომ ბანაკის დასრულებიდან მეორე დღეს ახალგაზრდებმა აქტიური მუშაობა დაიწყეს და 20 სექტემბერს დაგეგმილი მსვლელობისთვის საინტერესო აქტივობები უკვე გამართეს,” – ამბობს ნუგზარ კოხრეიძე, RICDOG-ის თავმჯდომარე.

მსვლელობა “მარში კლიმატისთვის” 20 სექტემბერს, 14:00 საათზე, ქუთაისში გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მსვლელობა, რაც კი ოდესმე ქუთაისში გამართულა. მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად 500 ადამიანზე მეტს ელოდებიან. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *