ქუთაისის გორის პარკის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ შეცვლილი სამუშაო

გრაფიკი შრომის კანონმდებლობის მოთხოვნებს უკავშირდება. პარკის დირექტორი, კახა კუხიანიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე შესაბამისი რაოდენობის პერსონალი არ ჰყავს და სანამ კადრებს დაამატებს, საბაგირო მუშაობას შეცვლილი გრაფიკით გააგრძელებს.

“შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე, დასაქმებული კვირაში უნდა მუშაობს 40 საათს. 2 თვეა, ვაკანსიები გამოცხადებული გვაქვს თანამშრომლების ასაყვანად, თუმცა ვერ ვახერხებთ. არ არის საკმარისი ფინანსებიც, თუმცა ვცდილობთ კადრების მოძიებას, მაგრამ არ არიან მსურველები. ტურისტულ სეზონზე პრობლემა მეც მექმნება, თუმცა თავს ხომ არ დავაჯარიმებინებ,”-ამბობს კუხიანიძე. 

ამჟამად პარკს 28 თანამშრომელი ჰყავს.

გორის პარკთან დამაკავშირებელი საბაგიროთი სარგებლობა სამუშაო დღეებში, ხუთშაბათის გარდა, 17:00-დან 22:00 საათამდეა შესაძლებელი, შაბათ-კვირას კი 12:00-დან 22:00-მდე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *