საზოგადოება
ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების წარდგენა 20 სექტემბრამდე შეეძლებათ
უთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების წარდგენა 20 სექტემბრამდე შეეძლებათ. მეორე ეტაპი მერის მრჩეველთა საბჭოს მიერ იდეების შესწავლა და შეფასებაა. შერჩევის პროცესი 21 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მესამე ეტაპი საჯარო კენჭისყრაა, რომელიც 9 ოქტომბრიდან 1-ლ ნოემბრამდე იწარმოებს.

საჯარო ხმის მიცემის პროცედურაში წარმოდგენილი იქნება 10 პროექტი, რომელიც მიიღებს მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მაქსიმალურ შეფასებას. გამარჯვებული გახდება 3 საპროექტო განაცხადი, რომელიც მიიღებს ხმების მაქსიმალურ რაოდენობას საჯარო კენჭისყრისას.

გამარჯვებული ინიციატივა ქუთაისის მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება.

კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, საინიციატივი ჯგუფს ან იურიდიულ პირს. ხოლო საჯარო კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლია ქუთაისში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს, რომლის ასაკი აღემატება 16 წელს.

საპროექტო განაცხადის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უნდა ხორციელდებოდეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. თუ საპროექტო განაცხადის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ქონება უნდა იყოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.

ფოტო: გელა რიაბუხა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
შსს-მ არასრულწოვანი დააკავა, რომელმაც ცეცხლსასროლი
18:58 / 21.02.2020
შსს-მ არასრულწოვანი დააკავა, რომელმაც ცეცხლსასროლი
შსს-მ არასრულწოვანი დააკავა, რომელმაც ცეცხლსასროლი
18:58 / 21.02.2020
შსს-მ არასრულწოვანი დააკავა, რომელმაც ცეცხლსასროლი
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 1 - 12 °C
img
ქუთაისი 4 - 11 °C
img
ბათუმი 6 - 10 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
7 წლის ბაღდათელმა მოჭადრაკემ ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიგო
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ბაღდათელმა
13:06 / 12.02.2020
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მიხეილ გიორგაძე, საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა.
14:38 / 17.02.2020
ხანის ყველი, სულგუნი და სხვადასხვა ნაწარმი პრაღის ტურისტულ გამოფნაზე წარადგინეს
პრაღაში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაში ბაღდათელმა მეწარმეებმა მონაწილეობა
14:55 / 17.02.2020
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, ახალი სკვერის მოწყობა სრულდება
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე
11:46 / 29.01.2020