ქუთაისის მერიამ სამშენებლო და რეკონსტრუქციის მოსაკრებელი გაათანაბრა.

თუ გასულ წლებში მშენებელი რეკონსტრუქციის შემთხვევაში 2, ხოლო დამატებითი სართულების დაშენების შემთხვევაში 4 ლარს იხდიდა, ამიერიდან გადასახადი კვადრატულ მეტრზე ორივე შემთხვევაში 4 ლარი იქნება. როგორც მერიაში ამბობენ, ამით მშენებლებისათვის თანაბარი პირობები შეიქმნება.

“შეიძლებოდა, რომ არაკეთილსინდისიერ ნებართვის მაძიებელს პირველად ერთ სართულზე შემოეტანა განცხადება, როდესაც ხუთ სართულიან შენობას აშენებდა და შემდეგ 4 სართულს რეკონსტრუქციას დაარქმევდა და გადაიხდიდა 2 ლარს. ახლა ყველა 4 ლარს გადაიხდის, რაც მათ თანაბარ პირობებში ჩააყენებს,”-განაცხადა მერიის არქიტექტურის ააიპის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა კუბლაშვილმა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *