პოლიტიკა
ზესტაფონის მერია ადმინისტრაციულ შენობაში ლიფტს 62 000 ლარად დაამონტაჟებს
ზესტაფონის მერიამ ადმინისტრაციულ შენობაში ლიფტის დასამონტაჟებლად ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც 64 000 ლარია გამოყოფილი.

არსებული პროექტის მიხედვით, სამსართულიან შენობაში, სადაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულოა განთავსებული, ადაპტირებული ლიფტით 1 დან - მე -3 სართულამდე იქნება გადაადგილება შესაძლებელი.

როგორც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გოგლიჩიძე ამბობს, ადაპტირებული სივრცე ყველას თანაბარ შესაძლებლობას მისცემს, ადმინისტრაციულ შენობაში თავისუფლად გადაადგილდნენ, ყოველგვარი ბარიერებისა და შეზღუდვების გარეშე.

წინადადებების მიღება 2019 წლის 25 სექტემბერს დასრულდება.


ფოტო:ზესტაფონის მერია
| Print |