საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო

ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს პროგრამას ,,ინტერნეტი განვითარებისათვის”. პროგრამის ფარგლებში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალური მომსახურების სააგენტოში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 -ს, საშუალება აქვთ მიიღონ ინტერნეტ ვაუჩერები.

ელექტრონული ვაუჩერების მეშვეობით ბენეფიციარები შეძლებენ უფასოდ ჩაერთონ ინტერნეტში (გადაიხდიან პირველადი ინსტალაციის საფასურს) და ისარგებლებენ სპეციალური შეღავათებით 1 წლის განმავლობაში.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *