Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
რა უპირატესობა ექნება ქუთაისში წარმოებულ პირველ ელექტრომობილს?
19 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, კომპანია "აიგრუპმა" იმ ელექტრომობილის მოდელი წარადგინა, რომელსაც ელექტრომობილების ქარხანა პირველ ეტაპზე გამოუშვებს. როგორც ცნობილმა სამრეწველო და სატრანსპორტო დიზაინერმა, ზვიად ციკოლიამ გვითხრა, ბულვარში წარმოდგენილი მოდელი "ჩანგანს" ეკუთვნის და ქარხანა "ორვო" სწორედ ამ მოდელზე შექმნილი გარდამავალი მოდელით დაიწყებს ფუნქციონირებას. 

"ელექტრომობილების მოდელი არის შემუშავების პროცესში. ჯერ იქნება გარდამავალი მოდელი და შემდეგ იქნება ქართული მოდელი. გარდამავალ მოდელზე გამოყენებული იქნება ჩვენი ბრენდის სახასიათო ელემენტები და სახე. სწორედ მისით წარვუდგებით ქართველ მომხმარებელს, შემდეგი იქნება სრულად ქართული მოდელი,"-განაცხადა ციკოლიამ.

დიზაინერი ამბობს, რომ ქართული ელექტრომობილის უპირატესი მახასიათებლები უსაფრთხოება, კომფორტი და მიმზიდველი ფასი იქნება.

"გვინდა, გავზარდოთ ელექტრომობილის გამავლობა, რომ იყოს 400 ან მეტი კილომეტრი. უნდა შევქმნათ ისეთი მანქანა, რომელიც იქნება კომფორტული და ქართველებისთვის მისაღები. ამავე დროს, არ ვივიწყებთ იმ საერთაშორისო ბაზრებსა და კონკურენტებს, რომლებიც დღეს მსოფლიოში არიან წარმოდგენილი. მანქანა უნდა იყოს ძალიან თანამედროვე და შეიძლება ითქვას მომავლისაც,"-ამბობს დიზაინერი.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყანაში ელექტრომობილების გადაადგილებისათვისაა საჭირო, ზვიად ციკოლია ამბობს, რომ "აიგრუპი" როგორც პიონერი გვევლინება და პრობლემის გადასაჭრელად მუშაობა მიმდინარეობს.


ფოტო" რადიო "ძველი ქალაქი"
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის
16:05 / 31.05.2020
ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის
ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის
16:05 / 31.05.2020
ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 15 - 28 °C
img
ქუთაისი 14 - 30 °C
img
ბათუმი 15 - 21 °C
img
სოხუმი 15 - 24 °C
img
ფოთი 15 - 22 °C
img
თელავი 16 - 27 °C
img
მესტია 6 - 16 °C
img
ზუგდიდი 13 - 28 °C
img
ბორჯომი 10 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
პოლიტიკის სიახლეები