საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,

ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის ბაღდათი – აბასთუმნის მონაკვეთის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 12 888 888 ლარია.

“ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების დონესა და უსაფრთხოებას, შეამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს. პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება, რაც რეგიონის სოციალ-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,”-ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

პროექტი 2018 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2022 წელს იგეგმება.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *