როგორ უნდა გახდეს ქუთაისის მიწისქვეშა გადასასვლელები

კომფორტული და უსაფრთხო? ამის შესახებ საკუთარი ინიციატივა ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქე მაგდა ფურცხვანიძემ დაარეგისტრირა.

როგორც იდეის ავტორი ამბობს, მიწისქვეშა გადასასვლელმა, ქვეითის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან ერთად, უნდა შეიძინოს დამატებითი ფუნქციებიც. კერძოდ ის იქცეს  ე.წ. “ანდერგრაუნდ” სივრცედ, სადაც სხვადასხვა კულტურული ღონისძიების გამართვა იქნება შესაძლებელი. 

“კედლების მოსახატად მოვიწვიოთ ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მხატვრები, რათა მათ შეძლონ თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენა და მონაწილეობა მიიღონ ქალაქის კულტურულ განვითარებაში. უზრუნველვყოთ ისინი ხატვისთვის შესაბამისი მატერიალური რესურსით (საღებავები, ფუნჯები, აირწინაღები და ა.შ);

შეიქმნას ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა, რომლის საშუალებითაც სასურველი თარიღისა და დროის მითითების შემდეგ(რათა თავიდან ავიცილოთ რამდენიმე ღონისძიებისთვის ერთსა და იმავე თარიღის დამთხვევა), ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან მიღებული თანხმობის შესაბამისად მსურველები შეძლებენ ჩაატარონ ცოცხალი მუსიკალური კონცერტები(აუდიო აპარატურის გამოყენების შემთხვევაში დასაზუსტებელი იქნება შესაბამისი დეციბელები), გამოფენები, საქველმოქმედო ღონისძიებები, პერფორმანსები, საჯარო ლექციები  და  ა.შ,”-ნათქვამია ინიციატივის აღწერაში.

ქუთაისში რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელია. ასათიანის, ჭავჭავაძისა და ნიკეას ქუჩების კვეთაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელები დაუსუფთავებელი, მოუწესრიგებელია.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *