ქუთაისში პლასტმასის გადამუშავების ორი და ხის კარების

მწარმოებელი ქარხნების გახსნა იგეგმება. ამის შესახებ ცნობილი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გახდა. პროექტების განხორციელება ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების შემდგომ დაიწყება.

საწარმოები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოეწყობა. აღნიშნულ ზონაში ფუნქციონირებს ხის, ავეჯის, ქვის გადამამუშავებელი ქარხნები, სამშენებლო მასალების, ფერო-შენადნობების, სპირტის საწარმოო პროექტები, ასევე Iთ და სავაჭრო კომპანიები.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *