ქუთაისში მოსახლეობა კორპუსებზე ფირნიშების განახლებას ითხოვს.

ინიციატივა მოქალაქეებმა ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე დაარეგისტრირეს. ინიციატივის ავტორი ამბობს, რომ კორპუსების უმეტესობაზე ქუჩის სახელი და მისამართი დატანილი არ არის. იდეის ავტორის აზრით, ფირნიშებზე იმ ადამიანების ბიოგრაფიები უნდა დაიტანონ, რომელთა სახელებსაც ქუჩები ატარებს.

“რიგ მაღლივ კორპუსებს ან საერთოდ არ აქვს ქუჩისა და ნომრის აღმნიშვნელი ფირნიში, ან აქვს და ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. კარგი იქნება, ყველა კორპუსს გაუკეთდეს ახალი ფირნიში, სადაც ბინის ნომერთან ერთად, დატანილი იქნება ქუჩის დასახელება ქართულ-ინგლისურ ენებზე და იქვე კუთხეში QR კოდით, სადაც შესაძლებელი იქნება დაინსტალირდეს კონკრეტული ქუჩის სახელდებულის ბიოგრაფია და დამსახურება ანოტირებული ვერსია ქართულ -ინგლისურ ენებზე. ამით პოპულარიზაცია გაიზრდება როგორც ცნობილი პიროვნებების, ასევე მეტად დასამახსოვრებელი იქნება ის როგორც ადგილობრივთათვის, ასევე ვიზიტორთათვის,”-ნათქვამია ინიციატივის აღწერაში.

შეგახსენებთ, მერიის ვებ გვერდზე ქუთაისში განსახორციელებელი ინიციატივა 90-მდე მოქალაქემ დაარეგისტრირა. შერჩეული ინიციატივა მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *