საქართველოში სულ 87 დაცული ტერიტორიაა, ყველა მათგანი კი სახელმწიფოს საკუთრებაშია,

შესაბამისად, შემოსავლის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოა. კვლევა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” გამოაქვეყნა.

იმერეთში 21 დაცული ტერიტორიაა. 2019 წლის მაისის ჩათვლით შემოსავალმა 447 310 ლარი შეადგინა.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგიის განხილვის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებამ იმსჯელოს, დაცული ტერიტორიებიდან მისაღები შემოსავლების ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის განაწილებაზე, გრძელვადიან პერიოდში კი დაცული ტერიტორიების გარკვეული კატეგორიების (მაგალითად, მარტვილის და ოკაცეს კანიონები) მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემაზე.

“დაცული ტერიტორიებიდან მისაღები შემოსავლების გადანაწილება ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის გაზრდის მუნიციპალიტეტების შემოსავლებს და ამასთან, ხელს შეუწყობს თვითმმართველობების დაინტერესებას, იზრუნონ ტურიზმის განვითარებაზე,”-ნათქვამია კვლევაში.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *