ქუთაისში უხვი ნალექის გამო ქუჩები დაიტბორა.

დატბორილია ქალაქის ცენტრალური ნაწილი და მიმდებარე ტერიტორია. 

ქუთაისის მერიის ააიპ “სპეციალურ სერვისებში” ამბობენ, რომ ქალაქში სანიაღვრე არხები პერმანენტულად იწმინდება, თუმცა,  არხები უხვი ნალექის გატარებას ვერ ასწრებს.

“იმედან უხვი ნალექია, რომ  სანიაღვრე არხები ნალექის გატარებას ვერ ასწრებს მის გატარებას. ეს არის სტიქია. წვიმის გადაღებიდან 5 წუთში არსად არ დგას წყალი. მერეც რომ იდგეს წყალი, ვიტყოდით რომ სანიაღვრეების ბრალია,”-განაცხადა “სპეციალური სერვისების” ხელმძღვანელმა, კოტე ჯავახაძემ.

კითხვაზე, როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა, რათა ქალაქი კვლავ არ დაიტბოროს, ჯავახაძე ამბობს, რომ პრობლემის გადასაჭრელად კაპიტალური სამუშაოების ჩატარებაა საჭირო.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მერიის ყველა სამსახურის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ქალაქის მერი კი დაზარალებულს მოსახლეობასთან მივა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *