კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” მადნის გადამამუშავებელი ქარხნის მუშა

პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მუშამ პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

,,02-10-2019
პოლიციამ ჭიათურაში სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” მადნის გადამამუშავებელი ქარხნის მუშა, 1965 წელს დაბადებული ზ.ჩ., პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს სამართალდამცველები ჭიათურაში, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” მადნის გადამამუშავებელი ქარხნის ე.წ. “ცდფ”-ის ტერიტორიაზე მომხდარ ელექტროძრავების ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოწმედებებს ატარებდნენ, რა დროსაც ამავე კომპანიის თანამშრომელმა – ზ.ჩ.-მ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას დაეცვა წესრიგი, რის გამოც იგი ადმინისტრაციული წესით ადგილზე დააკავეს.

დაკავებული ზ.ჩ. სასამართლოში არის გადაყვანილი.

გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის173-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.”- წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *