ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მუქარის შემცველი

შეტყობინებების გაგზავნის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. საქმის კურსშია სკოლის დირექტორი. თამაზ ჭაბუკიანი ამბობს, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

“მე მხოლოდ შემიძლია გითხრათ ის, რომ არაფერი საგანგაშო არ არის. მიდის გამოძიება, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს,”-აცხადებს თამაზ ჭაბუკიანი.

ინფორმაციას ფლობენ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში. მისი ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ საგანგაშო არაფერია და ყველა მხარე ინფორმირებულია.

“პანიკურ მდგომარეობას ადგილი არ აქვს. გარე პირია ჩართული თუ მოსწავლეებს შორის შიდა ხუმრობებია, ამას გამოძიება დაადგენს. მშობლებიც ინფორმირებულები არიან და უსაფრთხო ღონისძიებების გატარებისაკენ მოვუწოდებთ,”-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რესურსცენტრში ამბობენ, რომ მსგავსი შეტყობინებები სხვა სკოლებიდან არ მიუღიათ.

არსებული ინფორმაციით, მე-3 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს წერენ, რომ  მათი ცხოვრების შესახებ ყველაფერი იციან და აკონტროლებენ.

ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *