ტყიბულში წიგნის ფესტივალი გაიმართა. შოთა რუსთაველის სახელობის

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა.

ათზე მეტი ქართველი გამომცემელი და გამავრცელებელი წიგნის ბაზრობის სტუმრებს, წიგნებს განსაკუთრებული ფასდაკლებით სთავაზობდა.

გამოფენა-გაყიდვის პარალელურად გაიმართა შეხვედრები თანამედროვე ქართველ მწერლებთან.

ფესტივალზე მისულ ადამიანს, გარდა წიგნების შეძენსა, შესაძლებლობა ჰქონდა, დასწრებოდა საინტერესო ლიტერატურულ ღონისძიებებს, დაეთვალიერებინა განახლებული ლიტერატურული სალონი და ვერანდა,

წიგნის ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და ა.(ა.)ი. პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების თანამშრომლობით გაიმართა.

ფოტო: ტყიბულის მერია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *