9 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ განმეორებითი ტენდერი გამოაცხადა

მოლითის, ბაბის, დეისის, ნუნისის სასოფლო გზებისა და ასევე, წყალაფორეთში საბავშვო ბაღისა და გაბეხაძეების საუბნო გზების რეაბილიტაციის მიზნით.

გაერთიანებული ტენდერის ღირებულება 1 241 807 ლარია.

წინადადებების მიღება 1-ლ ნოემბერს დასრულდება.

აღნიშნული სოფლების ცენტრალურ გზებზე ტენდერები 2018 წელს შედგა, თუმცა, კომპანიებმა ვალდებულებები ვერ შეასრულეს, რის გამოც მათ ხელშეკრულებები შეუწყდათ.

ფოტო: ხარაგაულის მერია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *