პოლიტიკა
სტიქიისგან დაზარალებულ ოჯახებზე ქუთაისის მერია ჯამში 12 500 ლარს გასცემს
ქუთაისში სტიქიის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზარალი 25 ოჯახს აუნაზღაურდება. თითოეულ ოჯახს 500-500 ლარი გადაეცემა, რაც ჯამში 12 500 ლარს შეადგენს. 

როგორც ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსმა, ჯონი არაბიძემ განაცხადა, ჯამში ქონებრივი ზარალი 5 ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებს, განსაკუთრებით კი კახიანაურის ოლქს მიადგა. აქ 500-500 ლარ 12 ოჯახს გადაეცემა. ქალაქ მუზეუმში თანხას 7,  უქემერიონში 4, ავტოქარხანაში 1 და საფიჩხიაზე 1 ოჯახი მიიღებს.

ქონებრივი ზარალის ასანაზღაურებლად თანხა ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდიდან გაიცემა.


| Print |