ქუთაისში ე.წ. ,,ავანგარდის დასახლებაში” სკვერი მოეწყობა. ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ტერიტორიაზე ამ ეტაპზე მოწყობილია საბავშო მოედანი, სპორტული მოედანი, სავარჯიშო ტრენაჟორები და სკამები. ასევე დარგულია მცენარეები, რომლის გარკვეული ნაწილი გამხმარია. არსებულ საბავშვო ტრენაჟორებს უტარდებათ განახლება, ხოლო სპორტული მოედნის რეაბილიტაციაა არ არის გათვალისწინებული პროექტით. ასევე შენარჩუნებული იქნება არსებული სავარჯიშო ტრენაჟორები. პროექტით გათვალისწინებულია ძველი ავეჯის დემონტაჟი და გატანა ტერიტორიიდან.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სკვერში უნდა დამონტაჟდეს საპარკე ავეჯი: სკამები, სათამაშო და სპორტული მოწყობილობები, წყლის ფანტანი, ველოსიპედის სადგომი. გათვალისწინებული ყველა ის აუცილებელი მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს მცირე წლოვანი ბავშებისა და მოზარდების გართობას, სპორტულ აქტივობას საშუალო ასაკიდან. ასევე შექმნილია დასავენებელი სივრცეები მაგ. სკამები, ფანჩატური. შესავლელებში უნდა დამონტაჟდეს ჭიჭკრები შ.შ.მ. პირებისათვის და მბრუნავი ჭიშკრები, რაც უზრუნველყოფს სკვერს ცხოველების მოხვედრეისაგან.

სკვერის მოსაზღვრედ აშენებულია გარაჟები, რომლის დასაფარად ეწყობა კდელი. რომელიც უნდა შეილესოს და შეიღებოს. რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ შემდგომში მოიხატოს მაცხოვრებლებისა და შესაბამისი სფეროთი დაინტერესებული კატეგორიის ჩართულობით.

სულხან-საბას (“ავანგარდის დასახლება”) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში სკვერის მოსაწყობად 524 ათას 165 ლარია გამოყოფილი.
სატენდერო წინადადებების მიღება 25 ოქტომბერს დაიწყება და 30 ოქტომბერს დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *