2019 წლის სექტემბრის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტი 91 665 მგზავრს მოემსახურა.

აეროპორტში აცხადებენ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 35 % -ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

შეგახსენებთ, ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ ქუთაისის აეროპორტს 7 გასასვლელი ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. აღნიშნული აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *