18-20 ოქტომბერს ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის (15-18 წელი) გამოცხადდება

კონკურსი ტრენინგში მონაწილეობაზე. ტრენინგი იქნება 2 დღიანი, სადაც მსმენელები გაივლიან ნატოს შექმნის ისტორიას, მისიას, საქართველოსთან დაახლოების ეტაპებს და არსებულ მითებს. ასევე, მათ ჩაუტარდებათ ტრენინგი პრეზენტაციის უნარების გაუმჯობესებაზე და პრეზენტაციების მომზადებაზე. შემდეგ ეტაპზე მონაწილეები მოამზადებენ პრეზენტაციებს ნატოს შესახებ და ქუთაისის 10 მუნიციპალიტეტში თანატოლებს წარუდგენენ.
ღონისძიების ჩატარების ადგილი: ქუთაისი, კოსტავას 26.

25 ოქტომბერს ღონისძიების ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტში ე.წ. მოსაცდელები (3), ხოლო ბაღდათის მუნიციპალიტეტში კედელი ნატოს თემატიკაზე მოიხატება.

26 ოქტომბერს ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?” გაიმართება. ღონისძიების ჩატარების ადგილი: ქუთაისი, წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: თამარ მეფის 59.

გარდა ამისა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლებისათვის და სტუდენტებისათვის ნატოს გემებზე საინფორმაციო ტური გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, მოწვეული ექსპერტი ნატოს და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ლექციას წაიკითხავენ.

ნატოს დღეები წარმოადგენს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესპროექტს, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებასთან მიმდინარეობს ინტენსიური დიალოგი ნატოს და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ. სხვადასხვა საინფორმაციო და შემეცნებითი ღონისძიებები დაგეგმილია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს 10 რეგიონში (კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი- ქვემო სვანეთი და იმერეთი).

2019 წლის 3-31 ოქტომბერს, ნატოს დღეები საქართველოში მეთორმეტედ გაიმართება. ნატოს დღეების მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ. საქართველოს ნატოში გაწევრების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდინარე ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე. ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები შემდეგ სამიზნე აუდიტორიასთან: მოსწავლეები, სტუდენტები, პედაგოგები, საჯარომოხელეები, ადგილობრივიხელისუფლებისწარმომადგენლები, ეთნიკურიუმცირესობები, საოკუპაციოხაზთანახლოსმდებარესოფლებისმოსახლეობა, მედია, დაა.შ

ნატოს დღეები საქართველოში სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *