Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

საზოგადოება
"ტრანზიტული მოძრაობისაგან განიტვირთება"- ქუთაისელი არქიტექტორის ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქციის პროექტი
ქუთაისელი არქიტექტორი ვახტანგ დვალიშვილი ხელისუფლებას ქუთაისის ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქციის გეგმას სთავაზობს. როგორც დვალიშვილი ამბობს, მოედნის რეაბილიტაციის შემთხვევაში, ტერიტორია ტრანზიტული მოძრაობისაგან განიტვირთება. 

"ცენტრალური ბაღის მიმდებარე, ფალიაშვილისა და რუსთაველის ქუჩების მონაკვეთები მოედნის ჩათვლით, წარსულში არასწორი რეკონსტრუქციის შედეგად, ბაღთან შედარებით მაღალ ნიშნულზეა. საჭიროა, ამ ტერიტორიებზე საფარის მოხსნა და ბაღის ისტორიულად კულტურული ფენის ნიშნულამდე დაყვანა, რის შემდეგაც ფუნქციონალურად და ასევე, ვიზუალურად გაერთიანდება მოედანი, ბაღი, ფალიაშვილისა და რუსთაველის ქუჩების მონაკვეთები. მოედანის ნიშნულის დაწევა ბაღის ნიშნულამდე მოგვცემს საშუალებას, მოედანზე მოვაწყოთ ტერასული სართული 3000 მ2 და ავტოსადგომი 300 ავტომობილზე. ამავე დროს, ტერასული სართული შეასრულებს პირველი სართულის ფუნქციას მუზეუმის მხარეს ასარეკონსტრუქციო შენობებისათვის. რეკონსტრუქციის შედეგად, მოედნის აღმოსავლეთით განთავსდება შემდეგი დანიშნულების ობიექტები: "მაკდონალდსი", სასტუმრო კომპლექსი, თბილისის ქუჩის დასაწყისში ტრიუმფალური თაღი გაბარიტული საათით და ქანდაკებით, ეთნოგრაფიული მუზეუმის განყოფილება. მოედნის ნიშნულის დაწევა ასევე გამოაჩენს სობორის საძირკვლების ნაშთებს, რაც ვიზუალურად ჩაეწერება მოედნის დიზაინში, რასაც მნიშვნელობა აქვს არქეოლოგიისა და ტურიზმის თვალსაზრისით. მესხიშვილის თეატრის ეზომ და შემორაგვამ დაკარგა სამეურნეო დანიშნულება (გათბობისათვის ინახებოდა ნახშირის დიდი მარაგი). დეკორაციის საწყობის წრიული ფორმით დაპროექტებით შესაძლებელია, მოედანი გაფართოვდეს, რაც განტვირთავს მოედანს ტრანზიტულ მოძრაობისაგან,"-ამბობს არქიტექტორი.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის
16:05 / 31.05.2020
ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის
ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის
16:05 / 31.05.2020
ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 15 - 28 °C
img
ქუთაისი 14 - 30 °C
img
ბათუმი 15 - 21 °C
img
სოხუმი 15 - 24 °C
img
ფოთი 15 - 22 °C
img
თელავი 16 - 27 °C
img
მესტია 6 - 16 °C
img
ზუგდიდი 13 - 28 °C
img
ბორჯომი 10 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
პოლიტიკის სიახლეები