Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

საზოგადოება
ქუთაისში სტუდენტებისათვის სამგზავრო ტარიფების განახევრებას ითხოვენ
"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაცია საქალაქო ტრანსპორტში სტუდენტებისათვის შეღავათების დაწესებას ითხოვს. ორგანიზაციის წევრი, ირაკლი კიკვაძე ამბობს, რომ სტუდენტებისათვის სამგზავრო ტარიფები უნდა განახევრდეს. ცვლილება 2020 წლიდან, მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანის შემდეგ უნდა განხორციელდეს.

"მუნიციპალური ტრანსპორტის შექმნა თვითმმართველობას საშუალებას აძლევს, შეცვალოს სატრანსპორტო პოლიტიკა და მათ შორის დააწესოს შეღავათები სხვადასხვა სოციალურ ჯგუფსა და სტუდენტებზე. აპრობირებული მეთოდი თბილისში წლებია არსებობს და ჩვენც ანალოგიურ პროგრამის შექმნას ვითხოვთ. მოვუწოდებთ სტუდენტებს, რომ მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას,"-განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა, ირაკლი კიკვაძემ. მისივე თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტი თანამედროვე გადახდის აპარატებითაც უნდა აღიჭურვოს.

პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა საინფორმაციო კამპანია წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის დღეს ჩაატარეს და ხელმოწერებიც შეაგროვეს, რომელთაც მომდევნო კვირაში მერიაში წარადგენენ.

ფოტო: "ძველი ქალაქი"


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 15 - 28 °C
img
ქუთაისი 14 - 30 °C
img
ბათუმი 15 - 21 °C
img
სოხუმი 15 - 24 °C
img
ფოთი 15 - 22 °C
img
თელავი 16 - 27 °C
img
მესტია 6 - 16 °C
img
ზუგდიდი 13 - 28 °C
img
ბორჯომი 10 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
პოლიტიკის სიახლეები