ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი ლაპლანდიაში გაემგზავრება.

ცენტრის მოსწავლეები ვოკალის, ხატვისა და ქორეოგრაფიის მიმართულებით, 7-12 იანვარს, სანტას შოუ -პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

“ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც უყვარს ახალი წელი და არ ოცნებობს ლაპლანდიაში მოხვედრაზე. ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეები პოლარული ექსპრესის რჩეულთა რიცხვში მოხვდნენ და პირდაპირ ლაპლანდიაში მიემგზავრებიან ნამდვილ ელფებთან და სანტასთან შესახვედრად. ჩვენ წელს უნიკალური მოწვევა მივიღეთ. გვაქვს შესაძლებლობა, სანტას პარკში ფესტივალში შევძლოთ მონაწილეობა. ფესტივალი ყოველწლიურია, სადაც მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან. 7 იანვარს, ქართულ შობას ჩვენ ფინეთში გავემგზავრებით. გამოწვევა დიდია და იმედი მაქვს, წარმატებებით დავბრუნდებით,”-ამბობს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი, ნატალი პატარიძე.

ლაპლანდიაში გამგზავრება და ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეებთან ერთად ფესტივალზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *