ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების

დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს მე-11 სხდომაზე რამდენიმე საკითხი, მათ შორის მათთვის პერსონალური ასისტენტებისა და გამცილებლების მომზადების საკითხიც განიხილეს.

როგორც ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბარში განაცხადა, შეხვედრაზე დაკონკრეტებული არ იყო რა სეგმენტზე იქნება გათვლილი  და რამდენი ადამიანის ჩართვაა შესაძლებელი ამ პროექტში, არის თუ არა ამ მიმართულებით კვალიფიციური კადრი. მიუხედავად ამისა, გამოითქვა მზაობა, რომ  შესაძლებელია კადრების მომზადება მოხდეს.

,,შევთანხმდით იმაზე, რომ  თუ ამის ორგანიზება მოხდება, დავაფინანსებთ გაისად გადამზადების კურსს, რომელიც გულისხმობს პერსონალური ასისტენტის გადამზადებას. ვფიქრობთ, გავაგრძელებთ მსჯელობას ამ მიმართულებით.”- განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა პარა-სპორტის განვითარების პროგრამაზე. 18 წელს ზემოთ შშმ პირებისთვის წარადგინეს “ფიზიკური აქტივობისა და რეაბილიტაციის პროექტი”, ასევე სხდომის მონაწილეებმა იმსჯელეს მომავალი წლის ბიუჯეტიდან უსინათლო პირებისთვის ფულადი კომპენსაციის გამოყოფასა და მათთვის ადაპტირებული სამედიცინო ხელსაწყოების გადაცემაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *