Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
როდის მოგვარდება საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემა ქუთაისში- ითვალისწინებს თუ არა მერია მოქალაქეთა თხოვნას
წლებია, საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემა ქუთაისში აქტუალურია. მოქალაქეები ხელისუფლებას პრობლემის გადაწყვეტას სთხოვენ. სველი წერტილების არ არსებობას აპროტესტებს ოპოზიციაც.

გასულ წელს ქუთაისის მერიის მიერ ჩატარებულ მოქალაქეთა ინიციატივების კონკურსში სწორედ ქალაქში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობის საკითხმა გაიმარჯვა. მერიას პრობლემა 2019 წლის ბიუჯეტში უნდა გაეთვალისწინებინა და მოეგვარებინა, თუმცა, ანალოგიური კონკურსი მეორედ ისე გამოცხადდა, რომ შარშანდელი გამარჯვებული ინიციატივა კვლავ განუხორციელებელია.

ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ რადიო "ძველ ქალაქთან" საუბრისას განაცხადა, რომ პრობლემის მოგვარებას ხელი ბარიერების არსებობამ შეუშალა. სამუშაოების გაჭიანურება ტენდერის რამდენჯერმე ჩავარდნამ და ცენტრალური ბულვარის პროექტირებამ გამოიწვია. ნინო თვალთვაძე ამბობს, რომ უმოკლეს ვადებში მხოლოდ ცენტრალურ ბულვარში არსებული საპირფარეშოს მოწყობა მოხერხდა. ვიცე-მერი ირწმუნება, რომ მომავალ წელს ქალაქს ორი ახალი საზოგადოებრივი საპირფარეშო ექნება.

"ბევრი ბარიერი არსებობდა, აქამდე რატომ არ გაკეთდა ეს ყველაფერი. მაგრამ რაც ყველაზე სწრაფად იყო მოსახერხებელი იყო ის, რომ ბულვარში არსებული საპირფარეშო გაიხსნა. გამოცხადებულია ტენდერი პროექტირებაზე და გაისად ორი განახლებული საპირფარეშო ექნება ქალაქს. ერთი მოედანზე და, სავარაუდოდ, მეორე ლოკაცია იქნება წითელი ხიდი. ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენი ხანი გაგრძელდა ეს ყველაფერი. გვირჩევნოდა, მაგალითად, ყოფილიყო კერძო სუბიექტი, რომელიც აიღებდა ამ საკითხს მის ერთიან მართვაში და მოაწესრიგებდა ერთიანად. ორჯერ ჩავარდა ამ მიმართულებით გამოცხადებული ტენდერი და მივიღეთ გადაწყვეტილება უკვე ჩვენ თვითონ გაგვეკეთებინა,"-ამბოს ნინო თვალთვაძე.

რაც შეეხება მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების მიმდინარე კონკურსს, ნინო თვალთვაძე აცხადებს, რომ სჭარბობს ინფრასტრუქტურული პროექტები. ვიცე-მერი ირწმუნება, რომ მერია გამარჯვებულ იდეებს აუცილებლად განახორციელებს.

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავუმტკიცოთ მოქალაქეებს რომ მათი ინიციატივა მივა ბოლომდე და განხორცილდება და ეს ასეც იქნება. როცა ნახავენ რომ მათს აქტიურობას აქვს შედეგი, მოტივაცია გაიზრდება,"-განაცხადა ვიცე-მერმა.

"ის, რომ მოქალაქეთა გამარჯვებული იდეა ვერ შეასრულეს, ძალიან დიდი პრობლემაა,"-ამბობს მერიის მრჩეველთა საბჭოს მდივანი ნუგზარ კოხრეიძე, რომელმაც საბჭოს სხვა წევრებთან ერთად გასულ წელს გამარჯვებულის გამოვლენაში მიიღო მონაწილება. კოხრეიძე აცხადებს, რომ საბჭოს მხრიდან საკითხი თვითმმართველობის წინაშე ხშირად ისმება.

"ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ვსვამთ სულს, რათა არ წარმოიშვას ის კითხვები თუ არ იქნება შესრულებული გასული წლის ინიციატივა, რა ბედი ეწევა წლევანდელ ინიციატივას. წინა წელი იყო საპილოტე წელი და ჩართულობის ამ მექანიზმის გარკვეული მოთელვა,"-განაცხადა კოხრეიძემ.

მიმდინარე წელს მრჩეველთა საბჭომ მოქალაქეთა ათი საუკეთესო ინიციატივა უკვე შეარჩია. იდეები მერიის ვებ-გვერდზე განთავსდება, სადაც საზოგადოება ხმის მიცემას შეძლებს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 27 °C
img
ქუთაისი 12 - 24 °C
img
ბათუმი 14 - 19 °C
img
სოხუმი 12 - 21 °C
img
ფოთი 14 - 20 °C
img
თელავი 16 - 28 °C
img
მესტია 4 - 15 °C
img
ზუგდიდი 12 - 23 °C
img
ბორჯომი 8 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად ტაძრებში საზეიმოდ ზარებს დარეკავენ 
ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად ტაძრებში საზეიმოდ ზარებს დარეკავენ. ქუთათელ-გაენათელი
20:23 / 01.05.2020
პოლიტიკის სიახლეები
მრავალშვილიანი ოჯახები და შშმ პირები 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ
14:39 / 28.05.2020
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით  ანტიკრიზისული გეგმის
,,უცხოელი ტურისტები რომ გაიგებენ ,,ქუთაისი ქალაქია“ გამოიქცევიან" - გიგა შუშანია
15:45 / 24.05.2020
,,ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატი ქუთაისში გიგა შუშანია აცადებს,